შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2025 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულთა შორისაა კვლევითი პროექტი ,,თავშესაფრებში მყოფ ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა“, რომელიც წარდგენილი იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციის - ,,სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა“ - მესამე სემესტრის მაგისტრანტ ნათია აბულაძის მიერ. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, ხოლო კონსულტანტი - ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქელაძე. ნათია აბულაძის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა/სწავლება და კვლევითი მუშაობა სტუდენტების აქტიური ჩართულობის პირობებში მიზნობრივად და მაღალ დონეზე ხორციელდება, განსაკუთრებით მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.